იმიტომ რომ ის არსებობს, ყველასთვის. მთელი ჩვენი ცხოვრება მიჩვევაა, გამოცდილება მარტო ცოდნის მიღება არ არის... ადაპტაცია ძმაო, ადაპტაცია. ეს ის არის რასაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ. ის რომ ეხლა ისეთი ხარ როგორიც ხარ, მხოლოდ და მხოლოდ ამის დამსახურებაა რომ შენ ადაპტაცია განიცადე და შეეჩვიე იმ მდგომარეობას რომელშიც ხარ... მითხარი გაუძლებდი თუ არა ესეთ ყოფას ისევ ისეთი რომ ყოფილიყავი რაც წლების წინ იყავი? თუ გაძლებდი სადამდე... დროს ცვლილება მოაქვს და ცვლილებები თავისთავად ადაპტაციას და შეგუებას გულისხმობს რომ გადარჩე. ევოლუცია მეტი არაფერია, 99% ყველა სახეობისა რაც კი არსებობდა დედამიწაზე გადაშენებულია, გადარჩნენ ის სახეობები რომლებმაც ადაპტაცია განიცადეს და შეეგუვნენ იმ გარემოს რომელშიც არსეობენ. ასე რომ ტკივილთან გამკლავებაც მოგვიწევს, მას კი ვერ მოვიშორებთ, უბრალოდ შეიძლება შეეგუო და მიეჩვიო, ასე ვთქვათ ნაკლებად იმოქმედოს და დიდი ეფექტი არ მოახდინოს. ეს ყველაზე ოპტიმალურია რისი გაკეთებაც შეგვიძლია... ასე არარის რო?