არც მთლად მასეა... გეთანხმები რომ ყველა დედას კარგი უნდა თავისი შვილისთვის, მაგრამ ცხოვრებისეული ფაქტები გვანახებენ რომ უამრავი ოჯახი დაინგრა დედამთილისა და სიდედრის გამო... და ისედაც, სულ ტკბილადაც რომ ვცხოვრობდეთ დედამთილებთან, მაინც ცალკე ჯობია! იქნებ ჩემ ქმარს მინდა რომანტიკულ-ეროტიკული საღამო მოვუწყო სურპრიზად: სანთლებით განათებული პატარა მაგიდა, ღვინო - ვნების გასაღვიძებლად... აბანოშიც სანთლები, ქაფი... (ნუ ეხლა ყველაფერს ნუ დამაწერინებთ) ეს ყველაფერი დედამთილ-მამამთილმა უნდა ნახოს? უფფ რა უბედურებაა!!! :ux: იქნებ სულაც ტიტველმა მინდა ვიარო სახლში? იქნებ ქმარს მინდა ვეჩხუბო რამეზე, ან ის მეჩხუბოს... ცუდია როცა ეს ყველაფერი დედამთილ-მამამთილ ან სიდედრ-სიმამრს ესმის... აი ამიტომაა მარტო ცხოვრება საჭირო... იყოს თუნდაც ქირით, ორი ხელი გვაქვს და ორი ფეხი, ხოდა ვიმუშავებთ და გადავიხდით იმ ქირასაც... ვოტ ტაკ!!!