Jump to content
Planeta.Ge

FIORENTINO

პლანეტელი
  • პოსტები

    2.623
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი FIORENTINO

  1. მაყუთი უნდა ალბათ (ნუ გულის სიღრმეში პრეზიდენტობაც)...
  2. უთხარი, რომ არ გსიამოვნებს ყოველ წუთს ცუდი სიტყვების მოსმენა და ცოტა სტროგად მიანიშნე, რომ გაითვალისწინოს შენი აზრი... თუ გაფასებს, გაითვალისწინებს...
  3. FIORENTINO

    CHAT

    აბა ვნახო...
  4. გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა ახალი პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა ახალი პოლიტიკური პარტიის "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" პრეზენტაცია პარლამენტის წინ გამართეს. "ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე დგას და თვითოეული პრობლემა დემოკრატიას ეხება. ჩვენი პარტია შეეცდება ყველა არსებული პრობლემა გადაჭრას", - განაცხადა, პარტიის ერთერთმა დამფუძნებელმა, გია ცაგარეიშვილმა. ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ერთ თვეში გაიმართება. პარტიის წევრების თქმით, პარტია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან ითანამშრომლებს და შემოწირულობის საფუძველზე იარსებებს.
  5. მეც ჯონის მოგება მინდოდა... მაგრამ მე რაა? მამენტ...
  6. ობამას გამარჯვებამ დოლარის კურსის ზრდა გამოიწვია 5 ნოემბერს დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გაიზარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებას უკავშირებენ. იუწყება სააგენტო "ასოშეითედ პრესი". ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თუ 4 ნოემბერს ევრო 1,2975 აშშ დოლარი ღირდა, დღეს ევროს ფასი 1,2882 დოლარს შეადგენს. ობამას გამარჯვებამ გავლენა სხვა ეკონომიკურ შედეგებზეც იქონია. აღსანიშნავია აზიის საფონდო ინდექსებზე დაფიქსრებული მკვეთრი ზრდა. იაპონურმა ინდექსმა "Nikkei" 4,46%-ით მოიმატა და 9521 პუნქტს მიაღწია. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ბარაკ ობამა მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან გამკლავებას შეძლებს, რომელიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებში დაიწყო. სავარაუდოდ, დოლარი ევროსთან მიმართებაში არა მარტო ობამას გამარჯვების გამო იმატებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკული ვალუტის უწყვეტი ზრდა ფიქსირდება, ოქტომბერში კი დოლარის ღირებულება მსოფლიოს რვა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში თითქმის რვა პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 17 წლის მანძილზე საუკეთესო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტის არჩევნები ობამას გამარჯვებით დასრულდა. ობამას ძირითადმა კონკურენტმა, ჯონ მაკკეინმა თავისი მარცხი უკვე აღიარა. http://itnexclusive.ge
  7. აშშ-ის 30 შტატში ეკონომიკური რეცესია დაფიქსირდა მიმდინარე წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების 30 შტატში ეკონომიკური რეცესია დაფიქსირდა. 19 შტატში კი რეცესია შესაძლოა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყოს. 2008 წლის აგვისტოში რეცესია 27 შტატში იყო დაფიქსირებული. იუწყება სააგენტო "ასოშეითედ პრესი". არსებული ინფორმაციით, რეცესიაში იმყოფება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ სანაპიროს განვითარებული შტატები. მათ შორის, კალიფორნია. ერთადერთი შტატი, რომლის ეკონომიკაც ზრდას აგრძელებს, ალიასკაა. აღნიშნული ფაქტი შტატის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით აიხსნება. ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში რეცესიის ფაქტი ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აღიარა. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ბანკის "Merrill Lynch"-ის ანალიტიკოსებმა რეცესიის დადგომის შესახებ ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში განაცხადეს. http://itnexclusive.ge
  8. ინდექსი "MMYX" ორ წუთში 12%-ით გაიზარდა 5 ნოემბერს, რუსული საფონდო ინდექსები მკვეთრი ზრდით გაიხსნა. ვაჭრობის დაწყებიდან ორ წუთში ინდექსი "MMYX" 12%-ზე მეტით გაიზარდა და 860 პუნქტს მიაღწია. იუწყება სააგენტო "ბლუმბერგი". 4 ნოემბერს, ამერიკული საფონდო ინდექსები პლუსში დაიხურა, ევროპული ინდექსები კი უკვე მეექვსე დღეა იზრდება. გარდა ამისა, 5 ნოემბერს, აზიაში სავაჭრო დღე ძირითადი საფონდო ინდექსების მატებით დაიხურა. ბირჟებზე ინდექსების მატება, ნაწილობრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება. შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით აშშ-ს რიგით 44-ე პრეზიდენტის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის შავკანიანმა კანდიდატმა, ბარაკ ობამამ გაიმარჯვა.
  9. ჩინეთმა ორბიტაზე ორი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა ჩინეთმა ორბიტაზე დედამიწის ორი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. იუწყება სააგენტო "სინჰუა". ორივე თანამგზავრი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების შეგროვებისთვის და სტიქიური უბედურებების მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი. თანამგზევრები ორბიტაზე რაკეტმზიდმა "ჩანჩჟენ-2 დინმა" გაიყვანა. გაშვება "ძიუნძიუანის" კოსმოდრომიდან განხორციელდა.
  10. მეხიკოში ავიაკატასტროფისას მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დაიღუპა მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ხუან ჯამილო მოურინიო და კიდევ 7 პირი მექსიკაში მსუბუქი თვითმფრინავის ვარდნის შედეგად დაიღუპნენ. სააგენტო "როიტერის" ცნობით, თვითმფრინავის აფეთქებისას 40 ადამიანი დაშავდა, დაიწვა 30-მდე ავტომობილი. თვითმფრინავი მეხიკოს ქუჩაზე ჩამოვარდა, სადაც ავტომობილები მოძრაობდნენ. დეტალები დგინდება. მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და ტრაგედიის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო. http://itnexclusive.ge
  11. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრება დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში გაემგზავრება, სადაც თურქ კოლეგა აბდულა გიულს შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ალიევი და გიული ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების საკითხსაც შეეხებიან.
  12. ევროკავშირი აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ევროპის ახალ პოზიციას წარუდგენს ევროკავშირმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის ახალი წინადადება შეადგინა, რომელშიც მსოფლიო არენაზე ევროპის როლის გაზრდის, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ავღანეთსა და ხალო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღებაზეა საუბარი. იუწყება EU Observer. ტექსტი 3 ნოემბერს მარსელში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე შეიმუშავეს. მიმარეთვა დღეს, 5 ნოემბერს, გამოქვეყნდება.
  13. გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა. გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი პირად შემადგენლობას პრეზიდენტმა წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკ ვალდიმერ ჩაჩიბაიას დღემდე გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მანმადე იგი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წელს აშშ-ში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში "The US Army War College"-ში სწავლობდა. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ზაზა გოგავა შეცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის #322 ბრძანებით ზაზა გოგავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მას მადლობა გადაუხადა, მან ისაუბრა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს შეიარაღებული ძალების დამსახურებაზე და იქვე აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენებმა შეიარაებული ძალების საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ამ ხარვეზების დაძლევისაკენ მოუწოდა. http://itnexclusive.ge
  14. ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. მან 297 ხმის მოპოვება შეძლო. ასეთ პროგნოზს ეკსიტ პოლლს და შემოსულ მონაცემებზე დაყრდნობით, ტელეკომპანიები "სი-ენ-ენი", "ენ-ბი-სი", "ფოქსი" და "სი-ბი-ესი"ავრცელებენ. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც 583-დან 270 ხმას აგროვებს. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ ჯონ მაკეინის 146 ხმის იმედი აქვს. მაკეინმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და ობამას გაპრეზიდენტება მიულოცა. არჩევნები ტარდება სისტემით "გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი". ანუ კანდიდატი, რომელიც შტატში უბრალო უმრავლესობას მოიპოვებს, ამ შტატის ყველა ხმა მიაქვს. ოფიციალურ მონაცემებს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. ყოველ შტატში 15 დეკემბერს გაიმართება კენჭისყრა, რომლის დროსაც ხმებს "საკუთარ" კანდიდატებს გადასცემენ. შედეგები ოფიციალურად 2009 წლის 6 იანვარს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე გამოცხადდება. http://itnexclusive.ge
  15. FIORENTINO

    CHAT

    სპლიყვო
  16. FIORENTINO

    CHAT

    მაგას რა დამავიწყებს... 2.5 წლის წინანდელი გაზაფხული... ყველას ყველაფერი კიდია, ჩვენ კი ფორუმს ვაწყობდით... მახსოვს, ნიკების გაფერადება და განყოფილებების შექმნა მაგრად გქონდა დამუღამებული... : ეჰ... ნოსტალჯი... (
  17. რით გაერთობოდა? გრეჩიხას და მაგისნაირი რაინდების მოყვარული ნაშობით?
  18. ამ სტილს ზუსტად რა ქვია მითხარით და თემას სატაურს შევუცვლი, რომ ამ სტილის კლიპებია დავაწერ...
×
×
  • შექმენი...