Jump to content
Planeta.Ge

თამარ აბაკელია (1905-1959)


Recommended Posts

თამარ აბაკელია (1905-1959)

 

http://s60.radikal.ru/i169/0902/ba/8a9b89586f98.jpg

 

მოქანდაკე, გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერესა და ი. შარლემანის მოწაფე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო "სარმას" წევრი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი "ბათუმის დემონსტრაცია", "ოქტომბერი საქართველოში", "საქართველოს ინდუსტრია", "სოფლის მეურნეობა საქართველოში" და "ბედნიერი ცხოვრება" - ეს ნამუშევარი 30-იანი წწ. საქართველოში მონუმენტურ-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია. მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ" (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი). ლესია უკრაინკას ძეგლი სურამში და სხვა. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი". "ბროწეულის კრეფა", "ბედნიერი ოჯახი", "რთველი" (საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). აბაკელიამ ქართველ მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა "ვეფხისტყაოსანი" (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი). მისი კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიულ განწყობას ქმნის. მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" და ვაჟა-ფშაველას პოემების (საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი", კ. კალაძის "ლალი", კინოფილმები: "არსენა", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...

ეს არის პროექტ ,,საქართველოს დიდი ათეულის" (bestgeorgisns.ge) რედაქციის მიერ მოპოვებული, დამუშავებული და შედგენილი, მისი კუთვნილი მასალები...

 

აღნიშნული მასალები ყოველგვარი ნებართვის გარეშე თქვენს მიერ პირდაპირ გადმოკოპირებულია ამ საიტზე...

 

აუცილებლად მიუთითეთ ავტორი და bestgeorgisns.ge -ს ლინკი http://bestgeorgians.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერის მიერ,

 

როგორც ვხედავ თქვენ უკვე მიუთითეთ ლინკი, ასე რომ პრობლემა ამოწურულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...