Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი აბაშიძე (1909-1992)


Recommended Posts

ირაკლი აბაშიძე (1909-1992)

 

http://s41.radikal.ru/i093/0902/b2/24130884ac1e.jpg

 

პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. 1967 წლიდან მწერალთა კავშირის პირველი მდივანი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970-76). "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1988). რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

 

დაწყებითი განათლება მიიღო ხონში. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. რედაქტორობდა ჟურნალებს: "ჩვენს თაობას", "მნათობს". სამამულო ომის დროს დიდი აღიარება მოიპოვა ლექსებმა: "კაპიტანი ბუხაიძე" და "ლესელიძის ხსოვნას".

 

50-60-იან წლებში ირაკლი აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობდა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში, რომელმაც მიაკვლია რუსთაველის პორტრეტს. აქედან დაედო სათავე მის ფილოსოფიურ ლირიკას. ციკლი "მიახლოება" განახლების მაუწყებელი იყო და მისმა პოეზიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ლექსების ციკლისათვის "მწველ ინდოეთში" და "ინდოეთის გზებზე" ჯავაჰარლალ ნერუს პრემია მიენიჭა, ლექსებისათვის "პალესტინა, პალესტინა" კი - რუსთაველის პრემია. 1966 წელს ირაკლი აბაშიძის პირადი ინიციატივით აღინიშნა რუსთაველის დიდი იუბილე, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და ქართული კულტურის საყოველთაო აღიარების ახალი ტალღა წარმოქმნა.

 

ირაკლი აბაშიძის ბოლოდროინდელ ლექსებში სიცოცხლის დიდი სიყვარული, მოუღლელი სულის ენთუზიაზმი შეთავსებულია ფილოსოფიური აზრის სიღრმესთან. წიგნისათვის "ოცი ლექსი გალაკტიონ ტაბიძეს" მიენიჭა გალაკტიონის პრემია. თარგმნილი აქვს პუშკინის, მიცკევიჩის, ვაზოვის, მაიაკოვსკის, ჩუკოვსკის და სხვათა ნაწარმოებები. ირაკლი აბაშიძის ლექსები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. რუსულად მისი პირველი მთარგმნელი იყო ბორის პასტერნაკი.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...