მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 მემედ აბაშიძე (1873-1937) http://i076.radikal.ru/0902/84/d6be7ec01f1d.jpg საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურდ თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც განიცდიდა მეფის რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლების რეპრესიებს. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში და განაახლა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს". 1919-21 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "სამუსლიმანო საქართველოს". აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა ბათუმსა და ბაქოში. მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტში შექმნილ არაბული ენის სახელმძღვანელოს შემდგენ კომისიაში, ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის, ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. თურქულად გადაიღო სანდრო შანშიაშვილის "ანზორი", დაიწყო "ვეფხისტყაოსნის" თურქულ ენაზე თარგმნა. მემედ აბაშიძე შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.