Jump to content
Planeta.Ge

იუსტინე აბულაძე (1874-1962)


Recommended Posts

იუსტინე აბულაძე (1874-1962)

 

http://s45.radikal.ru/i109/0902/f8/1a43fc615f9f.jpg

 

ფილოლოგი, ირანისტი, რუსთველოლოგი, ტექსტოლოგი და ლექსიკოგრაფი.

 

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1900 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი), სადაც გაეცნო სპარსული ხელნაწერების კოლექციებს.

 

თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე განათლების ამ დიდი კერის სამსახურს შესწირა თავი. იყო საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი, მანვე შეადგინა პირველი სახელმძღვანელო ამ განხრით (1936). თბილისის უნივერსიტეტში დააარსა და სათავეში ჩაუდგა სპარსული ფილოლოგიის კათედრას, აღზარდა ქართველ ირანისტთა მთელი თაობა. გამორჩეულად უყვარდა და საგანგებოდ იკვლევდა მსოფლიო მწერლობის სამ შედევრს: "ვეფხისტყაოსანს", "შაჰნამესა" და "ვისრამიანს". მონაწილეობა მიიღო სამივე ძეგლის ტექსტის დადგენაში, შეადგინა მათი ვრცელი ლექსიკონი, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობის მეცნიერულ შესწავლას. მან პირველმა თარგმნა ომარ ხაიამი (1924), დაადგინა მთელი რიგი გეოგრაფიული და საკუთარი სახელების ეტიმოლოგია.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...