მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ალექსანდრე ალადაშვილი (1876-1950) http://s41.radikal.ru/i092/0902/7c/8d3d587a0782.jpg თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ქართული თერაპიული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1904 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის". იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე, სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. მრავალი წელი იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარე. ალადაშვილი იყო საქართველოს თერაპევტთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფესიულ დაავადებათა ინსტიტუტების და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. ალადაშვილის მეცნიერული ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.