Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (1910-1984)


Recommended Posts

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (1910-1984)

 

http://s58.radikal.ru/i160/0902/af/eeb801c89aad.jpg

 

რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და ტარას შევჩენკოს პრემიების ლაურეატი.

 

დაამთავრა თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლა და ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. 1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1959 წლიდან - მთავარი რეჟისორი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გმირულ-რომანტიკული სპექტაკლები: ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი", ს. გოლდონის "საპატარძლო აფიშით", მ. სუნდუკიანის "პეპო", დიუმანუარისა და დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი", პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი" და სხვა. ალექსიძისათვის საეტაპო სპექტაკლად იქცა სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1955) - ფართო განზოგადების, ჭეშმარიტად ტრაგედიული სპექტაკლი, შემდეგ დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი" (ვაჟა-ფშაველას მოტივების მიხედვით), ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა".

 

დოდო ალექსიძე 1964-70 წლებში მოღვაწეობდა კიევში, ფრანკოს სახელობის აკადემიურ თეატრში.

 

1970 წელს დოდო ალექსიძე თბილისში დაბრუნდა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა შილერის "დონ კარლოსი", სოფოკლეს "ანტიგონე", გოგოლის "ქორწინება" და სხვა.

 

ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას - იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგე, ინსტიტუტის დირექტორი. 1966 წლიდან კი კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს წიგნები: "მსახიობის აღზრდის საკითხისათვის" (1956), "რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე" (1961). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...