მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ელგუჯა ამაშუკელი (1928-2002) http://s43.radikal.ru/i102/0902/3e/63317246b52e.jpg მოქანდაკე, საქართველოსა და სსრკ სახალხო მხატვარი. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ნიკოლოზ კანდელაკის სახელოსნო. სტუდენტობიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია. ხშირად მიმართავს სიმბოლოებსა და ალეგორიებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქართვლის დედა", ვახტანგ გორგასლის ძეგლი, დიდების მონუმენტი ფოთში, "რევოლუცია", გამარჯვების მემორიალები გორსა და მალთაყვაში, ნიკო ფიროსმანაშვილი, რაფიელ ერისთავი, "დედაენა - ცოდნის ზარი", "ვეფხი და მოყმე", ფარნავაზი, ილია ჭავჭავაძე - ბათუმში, დავით აღმაშენებლის მონუმენტი - ქუთაისში, მემედ აბაშიძე - ბათუმში და სხვა. ელგუჯა ამაშუკელის შექმნილია რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან, ბარელიეფი "თბილისის 1500 წელი", მეტროპოლიტენის სადგურ "რუსთაველის" პორტალის რელიეფი. ავტორია წიგნებისა "მეექვსე გრძნობა", "დრო და შემოქმედი". დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.