მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ვასილ ამაშუკელი (1886-1977) http://i033.radikal.ru/0902/9d/02792802f4ff.jpg კინოოპერატორი, ქართული დოკუმენტური კინოს ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სკოლაში. მოსკოვში სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას დაინტერესდა "ცოცხალი სურათების" გაშვებით და კინომექანიკოსობა შეისწავლა, ფრანგული კინოფირმის "გომონის" მოსკოვის განყოფილებაში კინოოპერატორ დ. ვოლკოვისაგან კი კინოს გადაღებასა და ფირის გამჟღავნებასაც დაეუფლა. შემდეგ ბაქოში გადავიდა მესხისა და გეპრენის თეატრში, სადაც სპექტაკლებიც იდგმებოდა და ფილმსაც აჩვენებდნენ. იქ "გომონის" აპარატით გადაიღო სიუჟეტები: "ქართული სცენის მოღვაწენი", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით", "ი. რამიშვილის სტამბა" და სხვა, რომელთაც კინოთეატრში აჩვენებდნენ. ვასილ ამაშუკელი 1910 წელს ქუთაისში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კინოთეატრ "რადიუმის" აპარატურის გამართვაში, თვითონვე იღებდა სიუჟეტებს და კინოთეატრში აჩვენენდა: "გვირილობა", "ქუთაისის ხედები", "საზოგადოება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან", "ფერმა სოფელ ჭომაში", "ლადო ალექსი-მესხიშვილის იუბილე" და სხვა. ბაქოსა და ქუთაისში გადაღებული სიუჟეტები არ შემორჩენილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს". ამაშუკელი ახლდა აკაკი წერეთელს რაჭაში თორმეტდღიან მოგზაურობაში და ფირზე აღბეჭდა ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ფილმის პრემიერა გაიმართა იმავე წლის 20 სექტემბერს ქუთაისის "რადიუმის" კინოთეატრში. სეანსს აკაკიც დაესწრო. ფილმი ერთი კვირა არ ჩამოსულა ეკრანიდან, შემდეგ აჩვენეს თბილისში, მოსკოვში, ხარბინსა და სტამბოლში. ამ ფილმით იხსნება უცხოეთში მოწყობილი ქართული კინოს ყველა რეტროსპექტიული ჩვენება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.