მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 გივი ამილახვარი (1689-1754) პოლიტიკური მოღვაწე და საამილახვროს მეთაური. ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. "ოსმალობა-ყიზილბაშობის" დროს ქართლის ერთ-ერთი მესვეური. ქაშუეთის ეკლესიის აღმშენებელი. 1726 წელს ოსმალებმა გადაწყვიტეს თბილისის სიონის მეჩეთად გადაკეთება, მაგრამ გივი ამილახვარმა შესაშური სიმტკიცე გამოიჩინა და დიდძალი ქრთამით შეძლო მტრისთვის ამ განზრახვაზე ხელი აეღებინებინა. მალე გივი ამილახვარი ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრდა და მონაწილეობა მიიღო თბილისიდან მათ განდევნაში. 1741 წელს ის ირანის შაჰის მიერ ქართლის გამგებლად (ვექილად) დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ამილახვარი სათავეში ჩაუდგა დიდ სახელმწიფო აჯანყებას ამჯერად უკვე ირანელთა წინააღმდეგ. ამ აჯანყებამ შაჰი აიძულა დათმობაზე წასულიყო და ქართლის მეფედ თეიმურაზი, ხოლო კახეთის მეფედ – ერეკლე დაემტკიცებინა. ამილახვარი არ ნებდებოდა. ის წინააღმდეგი იყო ქართლში ბაგრატიონების შტოს დაწინაურებისა და ბრძოლას განაგრძობდა. შედეგად, მისმა ბრძოლამ მალე პროგრესული ხასიათი დაკარგა და ფეოდალურ შინაომად გადაიქცა. 1745 წელს ამილახვარი იძულებული შეიქნა თეიმურაზს დანებებოდა. მეფემ ის თბილისში, სახლთუხუცესად დანიშნა, მაგრამ შაჰმა დიდგვაროვანი სარდალი ირანში დაიბარა და ამილახვარიც სამშობლოში მხოლოდ ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, 50-იან წლებში დაბრუნდა. მეფე თეიმურაზ II ამილახვარს თბილისის მოურავობა უბოძა და 3000 კაციანი რაზმის მეთაურობაც დაავალა. სწორედ ამ პერიოდში მიჰყო ამილახვარმა ხელი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას: ააშენა ქაშუეთის ტაძარი, აღადგინა ციხეები და ეკლესიები იმერეთში, ქართლსა და მესხეთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.