Jump to content
Planeta.Ge

შალვა ამირანაშვილი (1899-1975)


Recommended Posts

შალვა ამირანაშვილი (1899-1975)

 

http://s48.radikal.ru/i119/0902/8b/37c3032fc68f.jpg

 

მეცნიერი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი.

 

თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (პირველი გამოშვება), უნივერსიტეტმა მოსკოვსა და პეტროგრადში ხელოვნების საფუძვლების დასაუფლებლად წარგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1945 წელს მივლინებული იყო პარიზში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ გატანილი განძის დასაბრუნებლად.

 

შალვა ამირანაშვილი იკვლევდა არქიტექტურას, კედლის მხატვრობას, მინიატურას, ჭედურ ხელოვნებას, დაინტერესებული იყო თანამედროვე მხატვრობით. მუშაობდა აგრეთვე ბიზანტიური, რუსული და ირანული ხელოვნების დარგებში. შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი "ქართული ხელოვნების ისტორია". დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...