Jump to content
Planeta.Ge

ანთიმოზ ივერიელი (დაახლ. 1650-1716)


Recommended Posts

ანთიმოზ ივერიელი (დაახლ. 1650-1716)

 

რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე. განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი, მხატვარი, ვლახეთის მიტროპოლიტი.

 

ოსმალების მიერ გატაცებული, სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა და განათლება მისცა. ანთიმოზ ივერიელმა იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მიიწვია ვლახეთის მთავარმა.

 

ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებასა და წიგნის ბეჭდვის საქმეში. სხვადასხვა ქალაქში დაარსა სტამბა, სადაც 25 წელიწადში 64 წიგნი დაბეჭდა. ამ წიგნებს თვითონვე ამკობდა ილუსტრაციებითა და მინიატურებით. მის სახელთანაა დაკავშირებული ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება. ანთიმოზ ივერიელი ავტორია რამდენიმე ორიგინალური თხზულებისა, მათ შორის აღსანიშნავია "ქადაგებანი". ბუქარესტში ააგო მონასტერი, რომელის მთავარი კარი და სარკმელები თვითონ მოაჩუქურთმა. ამ ორნამენტებში ქართული მოტივები შერწყმულია რუმინულთან და დღემდე რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად.

 

ანთიმოზ ივერიელის წყალობით რუმინეთი გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, მის სახელთანაა დაკავშირებული 1709 წელს თბილისში პირველი სტამბის დაარსება, სადაც იმავე წელს დაიბეჭდა "სახარება", შემდეგ კი "ვეფხისტყაოსანი".

 

მკაფიოდ გამოხატული ანტიოსმალური ორიენტაციის გამო ანთიმოზს რუმინეთის მთავარი დაუპირისპირდა. იგი შეიპყრეს, სასულიერო ღირსება აჰყარეს და სამუდამო ექსორია (გადასახლება) მიუსაჯეს სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი გზაში მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.

 

1992 წლის 21 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 27 სექტემბერი დააწესა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...