Jump to content
Planeta.Ge

იური (გიორგი) ანუა (1934-1993)


Recommended Posts

იური (გიორგი) ანუა (1934-1993)

 

იპოდიაკონი გიორგი, კომანის ტაძრის აღმდგენელი და ქომაგი. აფხაზეთის ომის დროს მოწამეობრივად აღესრულა მამა ანდრიასთან ერთად.

 

იური ანუა დაიბადა ოჩამჩირეში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტი. იური სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ავტორია სამი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტისა.

 

იური ანუამ ოჯახთან ერთად, საკუთარი სახსრებით აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის V საუკუნის ტაძარი, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული.

 

1990 წელს წმინდა იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კომანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა და იური ანუას საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

 

აფხაზეთის ომის დროს იური ანუა ოჯახთან და მამა ანდრიასთან ერთად კომანის მთებში დარჩა. 1993 წლის 5 ივლისს იპოდიაკონი გიორგი მოწამეობრივად აღესრულა ეკლესიის მახლობლად, წმინდა ვასილისკოს სასწაულმოქმედ წყაროსთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...