Jump to content
Planeta.Ge

ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987)


Recommended Posts

ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987)

 

http://i003.radikal.ru/0902/2b/1dce64f5cd79.jpg

 

მსახიობი. საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სამი სახელმწიფო პრემიის, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვისა და თბილისის დრამატულ სტუდიებში. 1920 წლის უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე იდგა. შემდეგ მარჯანიშვილს გაჰყვა ქუთაისში და იქ შექმნა დაუვიწყარი სახე ივდითი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"). ერთი წელი მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში". 1933 წელს დაბრუნდა თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში და სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

ვერიკო ანჯაფარიძე იყო მკაფიოდ ინდივიდუალური, ფართო პალიტრის მსახიობი, რაზეც მის მიერ შექმნილი როლების ჩამონათვალიც მეტყველებს: ოფელია ("ჰამლეტი"), დეზდემონა ("ოტელო"), მარგარიტა ("მარგარიტა გოტიე"), ჯავარა ("მოკვეთილი"), კლეოპატრა ("ანტონიოს და კლეოპატრა"), მარიამ სტიუარტი ("მარიამ სტიუარტი"), მედეა ("მედეა"), ზეინაბი ("ღალატი"), ფატი გურიელი ("შთამომავლობა"), ლედი მაკბეტი ("მაკბეტი"), მისის ჰიგინზი ("პიგმალიონი") და სხვა.

 

ასევე განუმეორებელი ეკრანული სახეები შექმნა ქართულ კინოში: რუსუდანი ("გიორგი სააკაძე"), ოთარაანთ ქვრივი ("ოთარაანთ ქვრივი"), კნეინა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პელაგია ("შეხვედრა წარსულთან"), მგზავრი ("მონანიება") და სხვა.

 

ვერიკო ანჯაფარიძე იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. დაჯილდოებულია ლენინის სამი ორდენით. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...