Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ ანჯაფარიძე (1928-1997)


Recommended Posts

ზურაბ ანჯაფარიძე (1928-1997)

 

http://s48.radikal.ru/i120/0902/40/4bb421303d70.jpg

 

მომღერალი (დრამატული ტენორი), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, პროფესორი.

 

1952 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია. 1952-1959 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1959-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის წამყვანი სოლისტია. 1970 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დაუბრუნდა, იყო ამ თეატრის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

ზურაბ ანჯაფარიძეს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის ხმა, უშუალობა, არტისტიზმი, სილაღე, ეროვნული ინტონაციის უტყუარი გრძნობა და მიჩნეული იყო ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელად. შესრულებული აქვს დრამატული ტენორის ყველა წამყვანი პარტია ქართული და უცხოური რეპერტუარიდან, გაახმოვანა გერმანისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში "პიკის ქალი" და "იოლანტა".

 

ვრცელი კამერული და საოპერო რეპერტუარით შემოვლილი აქვს უცხოეთის მრავალი ქვეყანა - რუმინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვ. აღსანიშნავია ზურაბ ანჯაფარიძის რეჟისორული მოღვაწეობაც. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ფალიაშვილის "დაისი" არაერთი ქართული ოპერა დადგა ქუთაისის ოპერის თეატრში. ზურაბ ანჯაფარიძის მიერ შესრულებული სიმღერა "შენ გიმღერი, ჩემო თბილის ქალაქო" დედაქალაქის ერთ-ერთ მუსიკალურ ემბლემად იქცა.

 

დაკრძალულია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში. 2001 წელს აქვე დაიდგა მომღერლის ბიუსტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...