Jump to content
Planeta.Ge

დიმიტრი არაყიშვილი (1873-1953)


Recommended Posts

დიმიტრი არაყიშვილი (1873-1953)

 

http://s52.radikal.ru/i137/0902/6a/def25eabf1e3.jpg

 

კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე-ეთნოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

სიჭაბუკე არაყიშვილმა ჩრდილოეთ კავკასიაში - არმავირსა და ეკატერინოდარში (ახლანდელი კრასნოდარი) გაატარა. მუსიკისადმი სიყვარული ლადო აღნიაშვილის ქართულმა გუნდმა გაუღვიძა (ხელმძღვანელი ი. რატილი). პირველი ნაწარმოებები - რომანსი "ჩემო მკვლელო, ვიცი, ვიცი" და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის იმ პერიოდში დაწერა. შემდეგ წარმატებით დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატული სასწავლებელი. მოსკოვში ყოფნისას არაყიშვილი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს. მოსკოვის უნივერსიტეტის სამუსიკო-ეთნოგრაფიული კომისიის დავალებით ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და შეაგროვა 500-ზე მეტი ხალხური სიმღერა, რომლებიც ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარით სამ დიდ კრებულად გამოსცა. არაყიშვილის ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფობა.

 

არაყიშვილი სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა და მთავარ ამოცანად ახალგაზრდა მუსიკოსთა მომზადება დაისახა. მისი ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია. ორივე კონსერვატორიის გაერთიანების შემდეგ იყო კონსერვატორიის დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. სათავეში ედგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს.

 

საზოგადო, პედაგოგიურ და მეცნიერულ მოღვაწეობას არაყიშვილი შემოქმედებით შრომას უთავსებდა. მისი ოპერა "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1904) თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგა 1919 წელს (ამ ნაწარმოებით იწყება ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია). ოპერას საფუძვლად დაედო ხალხური თქმულება რუსთაველის ცხოვრების ერთ დრამატული ეპიზოდის შესახებ. ოპერის ცალკეულმა ნაწყვეტებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

 

არაყიშვილის მემკვიდრეობის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის რომანსები შექმნა, მათ ლიტერატურულ საფუძვლად იყენებდა ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, გ. ქუჩიშვილის, გ. ტაბიძის, ჰაფეზის ლექსებს. ეს რომანსები გამოირჩევა მელოდიურობითა და ფაქიზი ჰარმონიული კოლორიტით, ამიტომ ფართოდ გავრცელდა ხალხში, დამკვიდრდა საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში.

 

უფროსი თაობის კომპოზიტორებთან ერთად (მ. ბალანჩივაძე, ზ.ფალიაშვილი, ნ. სულხანიშვილი, ვ. დოლიძე) არაყიშვილი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...