Jump to content
Planeta.Ge

არსუკიძე (X-XI)


Recommended Posts

არსუკიძე (X-XI)

 

ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი.

 

სახელი არსუკისძე სვეტიცხოვლის ტაძარზე ორგან არის ამოკვეთილი: აღმოსავლეთის ფასადზე, შუა თაღს ქვემოთ, მედალიონებში: "აღეშენა ესე წმიდაჲ ეკლესიაჲ ჴელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაჲთა" და მეორე - ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: "ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ". შემორჩენილია ხალხური ლექსიც:

 

"ხეკორძულას წყალი მისვამს,

მცხეთა ისე ამიგია,

დამიჭირეს, ხელი მომჭრეს,

კარგი რატომ აგიგია".

 

ყოველივე ამან წარმოშვა ლეგენდა, რომ შეგირდმა აჯობა მასწავლებელს და ამიტომ ხელი მოჰკვეთეს.

 

სვეტიცხოველი აგებულია 1010-1029 წლებში. უეჭველია, არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI საუკუნის) ტაძრის ცალკეული ნაწილები და სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ნაგებობა შექმნა. სვეტიცხოვლის მხატვრულ-არქიტექტურული სრულყოფილება მოწმობს იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების სიმწიფეს და თვით შემოქმედის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც - კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...