Jump to content
Planeta.Ge

გურამ ასათიანი (1928-1982)


Recommended Posts

გურამ ასათიანი (1928-1982)

 

http://i011.radikal.ru/0902/b7/3c90b5b710f7.jpg

 

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

 

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ, რუსულ და ევროპულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მონოგრაფიები, ნარკვევები და წერილები გამოაქვეყნა წიგნებად: "პოეზია და პოეტები", "ქართველი ლირიკოსები", "მერანი და მისი ავტორი", "ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე", "თანამდევი სულები" და სხვა. დიდი ამაგი დასდო თანამედროვე ესეისტურ მწერლობას. მისი მონოგრაფიები და ნარკვევები გრ. ორბელიანის, ა. წერეთელის, ვაჟა-ფშაველას, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის შემოქმედებაზე ქართული ლიტერატურული აზროვნების ახლებური და საუკეთესო გამოხატულებაა.

 

საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია ბოლო ნაშრომმა "სათავეებთან", რომელიც ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების ანალიზის მეტად ორიგინალური ცდაა. ავტორი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაზე დაყრდნობით მეტად საინტერესო დასკვნებს აყალიბებს და ამ საკითხზე მსჯელობისათვის იწვევს კრიტიკოსებს.

 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...