Jump to content
Planeta.Ge

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (1867-1923)


Recommended Posts

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი (1867-1923)

 

http://s61.radikal.ru/i171/0902/83/0830e7d45c5f.jpg

 

ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა მარშალი. 1921-23 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი.

 

კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი, პეტერბურგის სამხედრო აკადემია და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა ეროვნულ საქმეში - იქნებოდა ეს რკინიგზის გაყვანა კახეთში, უნივერსიტეტის დაარსება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა თუ სხვა.

 

1917 წელს კონსტანტინე აფხაზი გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, შემდეგ – პარტიის თავმჯდომარე. იყო ეროვნული საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აქტიური მებრძოლი. 1919 წელს აირჩიეს ეროვნულ პარლამენტში. გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში და დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში.

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბევრი ურჩევდა, უცხოეთში, ცოლ-შვილთან წასულიყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძის დისწულმა სამშობლოს განსაცდელში მიტოვება არ იკადრა. აფხაზი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის შექმნის ინიციატორი. დაიწყო მზადება საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხისათვის, მაგრამ 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...