Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი (1860-1904)


Recommended Posts

ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი (1860-1904)

 

http://i044.radikal.ru/0902/cf/3d5ffb139b16.jpg

 

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.

 

აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი ("ქართული ხორო", ი. რატილის ლოტბარობით), რომელმაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში - მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას, მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა "ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა", რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული "უბის ლექსიკონი". მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული, რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ "ქართულ ხალხურ ზღაპრებს". აღნიაშვილმა სკოლისგარეშე საკითხავად გამოსცა "ახალი ანბანის" რვა წიგნაკი. 1894 გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად, შემდეგ კი ჟურნალ "მოამბეში" დაბეჭდა ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი "სპარსეთი და იქაური ქართველები", რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება, აღწერილია ფერეიდნელ ქართველთა ზნე-ჩვეულებანი, ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...