მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 შალვა ახალციხელი (XII-XIII) http://s55.radikal.ru/i149/0902/3f/211e8edf0795.jpg XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი. 1195 წელს შამქორის ომში ხელთ იგდო ყველაზე ძვირფასი სამკაული, ხალიფას დროშა და თამარ მეფეს მიართვა, თამარმა კი გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. 1203 წლის ბასიანის ბრძოლაში შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. 1206 წელს სარგის თმოგველთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველოში). 1225 წელს საქართველოს მონღოლთაგან სამშობლოდან გამოდევნილი ხვარაზმელები მოადგნენ. ბრძოლა გარნისთან გაიმართა. ახალციხელები მტრის სიჭარბეს არ მოერიდნენ, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. ტყვედ ჩავარდნილმა შალვამ ჯალალედინის დიდი ნდობა მოიპოვა, ამით აპირებდა საქართველს დახმარებოდა, მაგრამ ხვარაზმშაჰი მიუხვდა ღალატს და სიკვდილით დასაჯა. ქართველმა ხალხმა შალვა ახალციხელი გმირად შერაცხა, სწორედ მას ეძღვნება ყველა ქართველისთვის ნაცნობი და საყვარელი ხალხური სიმღერა "შავლეგო". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.