მდა Posted February 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2009 ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი (1889-1937) http://s59.radikal.ru/i164/0902/ca/8fa949563b7f.jpg რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". მეორე წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის "ბერდო ზმანია". შემდეგ კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში. 1924 წელს ახმეტელის მონაწილეობით დაარსდა მსახიობთა კორპორაცია "დურუჯი". ახმეტელი მიიჩნეოდა მარჯანიშვილის მოწაფედ და თანამოაზრედ, მათ ერთად დადგეს რამდენიმე სპექტაკლი. 1924 წლის აჯანყების თანაგრძნობისათვის ახმეტელს დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მარჯანიშვილმა გადაარჩინა. რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ, 1926-1935 წლებში, იყო ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1928 წელს სანდრო ახმეტელმა დადგა ბ. ლავრენიოვის "რღვევა", რომელიც საეტაპო სპექტაკლად იქცა რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში. ახმეტელის შემოქმედებაში ახალი სიტყვა იყო შილერის "ყაჩაღების" დადგმა (შ. აღსაბაძესთან ერთად). სანდრო ახმეტელის შემოქმედებაში ვლინდებოდა თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზაციული თავისებურებანი. ოსტატურად დადგმულ მასობრივ სცენებში იყენებდა ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის "ლამარამ" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1930). საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. ამ და სხვა მიზეზთა გამო ახმეტელი თეატრის დირექტორობიდან გაათავისუფლეს. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. 51 წლის სანდრო ახმეტელი შვიდი თვის პატიმრობის შემდეგ დახვრიტეს. იგივე ბედი ერგო რეჟისორის 12 კოლეგას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.