მდა Posted February 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2009 პეტრე ბაგრატიონი (1765-1812) http://i009.radikal.ru/0902/a4/3c4192db3d7d.jpg რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი. პეტრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შთამომავალი. მამა, ივანე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. 17 წლის პეტრე ბაგრატიონმა სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788). მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. პოლკოვნიკის ჩინის მიღების შემდეგ უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (მოგვიანებით ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). უკვე გენერალ-მაიორი თავისი პოლკით მონაწილეობდა ა. სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. საფრანგეთთან ომში სოფ. შენგრაბენთან ექვსიათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30 ათასიანი არმია და რუსეთის ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა (ამჟამად ქ. ბაგრატიონოვსკი, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი) და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 მონაწილეობდა შვედეთთან ომში, 1809-1810 წწ. კი - რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას, რომლისკენაც იყო მიმართული ფრანგთა მთავარი დარტყმა. მოიგერია მტრის 7 იერიში, განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე გამოიჩინა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში, დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.