მდა Posted February 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2009 ანდრია ბალანჩივაძე (1906-1992) http://s50.radikal.ru/i128/0902/c9/f5533945475a.jpg კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. ანდრიამ მუსიკის სწავლა პეტერბურგში დაიწყო, შემდეგ კი ქუთაისში განაგრძო, მამამისის, მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. თბილისის კონსერვატორიის ორი კლასი დაამთავრა - ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით. ამავე სპეციალობებს ეუფლებოდა ლენინგრადის კონსერვატორიაში. ჯერ კიდევ სტუდენტობისას მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში, 1931-1933 წლებში - მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს. მისი მოწაფეები იყვნენ: რევაზ ლაღიძე, არჩილ ჩიმაკაძე, შოთა მილორავა, ბიძინა კვერნაძე. ბალანჩივაძე არის ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის დამაარსებელი. ავტორია პირველი ქართული ბალეტისა "მზეჭაბუკი" (1936, ქორეოგრაფი ვ. ჭაბუკიანი, დირიჟორი ე. მიქელაძე). ბალეტის საბოლოო რედაქცია "მთების გულის" სახელწოდებით ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასმა წარმოადგინა, დაიდგა აგრეთვე კიევში, ხარკოვში, სარატოვში და აღიარეს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად. ბალანჩივაძეს ეკუთვნის ბალეტები: "ცხოვრების ფურცლები" და "მწირი", ლირიკულ-კომიკური ოპერები "მზია" და "ოქროს ქორწილი". ბალანჩივაძე ქართული სიმფონიური და საფორტეპიანო მუსიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ნოვატორულად მიიჩნიეს მისი პირველი სიმფონია. ოთხი საფორტეპიანო კონცერტიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს III, რომელიც ნორჩი შემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი. აღსანიშნავია აგრეთვე ბალანჩივაძის სიმფონიური და საფორტეპიანო პიესები, რომანსები, სიმღერები, საგუნდო ნაწარმოებები. დაწერილი აქვს მუსიკა 30-ზე მეტი სპექტაკლისა და კინოფილმისათვის. მათ შორის პირველი ქართული ხმოვანი ფილმისათვის "დაკარგული სამოთხე", ასევე მხატვრული ფილმებისთვის: "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი", "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან", "მამლუქი" და სხვ. ანდრია ბალანჩივაძემ ეროვნულ-ხალხური საწყისები ოსტატურად შეურწყა კლასიკურ და თანამედროვე სიმფონიურ ფორმებს და შექმნა ორიგინალური, ინდივიდუალობის ნიშნით აღბეჭდილი ნაწარმოებები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.