Jump to content
Planeta.Ge

ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983)


Recommended Posts

ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983)

 

http://s57.radikal.ru/i158/0902/43/aeb3d1838311.jpg

 

ბალეტმაისტერი, ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, თანამედროვეობის უდიდესი ქორეოგრაფი.

 

აღიარებული კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძის 9 წლის ვაჟი, გიორგი, საბალეტო სკოლის კონკურსზე შემთხვევით გავიდა, მაგრამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სკოლაში უსიტყვოდ ჩარიცხეს. 16 წლისამ სკოლის პატარა თეატრში ცეკვა დადგა. მალე 15 დამწყებ მოცეკვავესთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და პირველივე წარმოდგენის შემდეგ მთელი ქალაქი ბალანჩივაძეზე ალაპარაკდა.

 

1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიას თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი, შემდეგ პეტროგრადის კონსერვატორია. იყო პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი. იმავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში "ოქროს მამალი" და "უიღბლო ევგენი".

 

1924 წელს მოცეკვავეთა პატარა ჯგუფთან ერთად საზღვარგარეთ საგასტროლოდ წავიდა და რუსეთს სამუდამოდ დაემშვიდობა. მალევე პარიზის "დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი გახდა, შემდეგ ფრანგული საბალეტო დასების "ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და "ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი. 1934 წელს მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შექმნა "ამერიკული საბალეტო სკოლა" და ჩამოყალიბდა დასი (1948 წლიდან "ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის "უძღები შვილი", ი. სტრავინსკის "აპოლონ მუსაგეტი", "ორფევსი", "აგონი", "ბროლის სასახლე" (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით), "ბალე იმპერიალი" (პ. ჩაიკოვსკის მუსიკაზე) და სხვა. ავტორია წიგნისა "ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა".

 

ბალანჩინი თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, აბსტრაქტულ ბალეტებს, რომელთა უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვან მოძრაობათა საშუალებით მუსიკა გახადოს ხილვადი.

 

ბალანჩინში თავმოყრილი იყო ქართული გენი, რუსული კლასიკური განათლება, მსოფლიო კულტურის შეცნობის სურვილი და საკუთარი სათქმელის ნება.

 

ბალანჩინის ხელმძღვანელობით "ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო საბჭოთა კავშირში. სპექტაკლები გამართა თბილისშიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...