Jump to content
Planeta.Ge

ვასილ ბარნოვი (1856-1934)


Recommended Posts

ვასილ ბარნოვი (1856-1934)

 

http://i014.radikal.ru/0902/34/abbaa7274f40.jpg

 

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა. 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. სავალდებულო საგნების გარდა, შეისწავლა ფრანგული ენა, გაეცნო ფილოსოფიურ, ისტორიულ და სოციოლოგიურ ნაშრომებს. სამოქალაქო სამსახურს პედაგოგობა არჩია და მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 40 წლის განმავლობაში ვასილ ბარნოვმა დაიმკვიდრა უანგარო, ფაქიზი ზნეობისა და მაღალი ინტელექტის მქონე პედაგოგის სახელი.

 

ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" 1878 წელს გამოქვეყნდა "დროებაში", მომდევნო წელს – პირველი ლექსი "ქართველი ქალი", პირველი მოთხრობა "პატარა ლევანი" - 1893, პირველი რომანი "ისნის ცისკარი" - 1901 წელს.

 

ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. ისტორიული მოვლენების ფონზე მწერლი ეხება ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთის მხრივ, ქართულ მითოლოგიას, მეორსე მხრივ, იდეალისტურ მსოფლაღქმას. იგი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიულ სინამდვილეს, მაგრამ მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც. მწერლის იდეური ჩანაფიქრი რომანებში: "ტრფობა წამებული", "არმაზის მსხვრევა", "გიორგი სააკაძე", "მიმქრალი შარავანდედი", "დედოფალი ბიზანტიისა", "ცოდვა სიჭაბუკისა" - დიდ ისტორიულ ძვრებს ემყარება.

 

ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური, პედაგოგიკური და სხვა პრობლემებისადმი. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები.

 

მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად გაჩაღებულ ბრძოლაში.

 

დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...