Jump to content
Planeta.Ge

ივანე ბერიტაშვილი (1885-1974)


Recommended Posts

ივანე ბერიტაშვილი (1885-1974)

 

http://s42.radikal.ru/i096/0902/84/20dec7ac58d6.jpg

 

ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1915-19 წლებში ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა მას. 1935 წლიდან ამ კათედრის ბაზაზე დაარსებული ფიზიოლოგიის ინსტიტუტი დირექტორი იყო.

 

ბერიტაშვილი ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმების, მეხსიერებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ. 1941 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით. იყო საბჭოეთისა და მსოფლიოს ფიზიოლოგთა სხვადასხვა საზოგადოების წევრი.

 

დაკრძალულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...