Jump to content
Planeta.Ge

ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965)


Recommended Posts

ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965)

 

http://i030.radikal.ru/0902/b4/672dd0c698c5.jpg

 

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ 1917 წელს დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ივანე ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. აირჩიეს საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად, შემდეგ - კათედრის გამგედ.

 

ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები. მისი თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია. ბერძენიშვილი იყო თანაავტორი საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელოსი (1943). მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ. გააშუქა ფეოდალურ ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები. დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო. დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ასევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. საგანგებო კვლევა ჩაატარა თბილისის შემოგარენის შესასწავლად, სხვადასხვა ტერმინის დასადგენად.

 

ბერძენიშვილის ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო (სტალინური) პრემია.

 

დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...