Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ ბოჭორიშვილი (1924-2002)


Recommended Posts

ვახტანგ ბოჭორიშვილი (1924-2002)

 

http://i007.radikal.ru/0902/0e/227854fbbc36.jpg

 

ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

 

თავდაპირველად სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და სხვადასხვა თეატრში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. 1969 წლიდან თბილისში გადმოვიდა და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება.

 

ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...