Jump to content
Planeta.Ge

გიორგი (გიგო) გაბაშვილი (1862-1936)


Recommended Posts

გიორგი (გიგო) გაბაშვილი (1862-1936)

 

http://s43.radikal.ru/i101/0902/3b/f49ceaca13a2.jpg

 

ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 

სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ.რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. სწავლა გააგრძელა პეტერბურგისა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიებში. 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა. 1894 წელს იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი ჩამოიტანა. იყო იტალიასა და საბერძნეთშიც.

 

გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ევროპული მხატვრობის ფორმები, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.

 

გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, ფილიმონ ქორიძე, არისტოკრატიის წარმომადგენლები - "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშიანი თავადი", "სამი გენერალი", სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები - "მძინარე ხევსური", "მთვრალი ხევსური", "სამი მოქალაქე" და სხვა.

 

გაბაშვილი არის ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობის, პეიზაჟის, ნატურმორტის პიონერი. ცალკე დგას მისი შუააზიური ციკლი - "ბაზარი სამარყანდში", "დივანბეგის აუზი ბუხარაში".

 

გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა თანამედროვე ცხოვრების თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.

 

გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

 

"ბაზარი სამარყანდში" 2006 წლის აპრილში ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე გაიყიდა 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...