Jump to content
Planeta.Ge

გაიოზ რექტორი (1746-1821)


Recommended Posts

გაიოზ რექტორი (1746-1821)

 

http://s45.radikal.ru/i108/0902/b6/c8b8d6bacac2.jpg

 

მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი. არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი.

 

მეცნიერი, პედაგოგი, ლიტერატორი, მთარგმნელი, დიპლომატი.

 

მკვლევართა აზრით, გვარად ბარათაშვილი ან თაყაშვილი იყო. თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი მასწავლებლები იყვნენ ანტონ I და ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი. მონაწილეობდა ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილის დიპლომატიურ მისიაში რუსეთში. 1772 წელს იქვე დარჩა და დაამთავრა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია. ერთხანს ხელმძღვანელობდა თბილისის სასულიერო სემინარიას.

 

1882 წელს საზეიმოდ გაიხსნა თელავის სასულიერო სემინარია. ამ საქმის მოთავე და რექტორი იყო გაიოზი. მისი ქადაგებანი და გამოსვლები თბილისსა და თელავში მჭევრმეტყველების ნიმუშად არის მიჩნეული. აქტიური მონაწილეობა მიიღო გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებასა და დადებაში. ამის შემდეგ რუსეთს გაემგზავრა და საქართველოში აღარ დაბრუნებულა, რუსეთის მეფის კარზე საქართველოს ინტერესებს იცავდა. იყო "ოსეთის სასულიერო კომისიის" წევრი და დიდი წვლილი შეიტანა ოსური დამწერლობის შექმნაში. შემდეგ მოზდოკის, სარატოვისა და პენზის ეპარქიების ეპისკოპოსი გახდა. 1908 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ასტრახანისა და სტავროპოლის მთავრეპისკოპოსი. გარდაიცვალა ასტრახანში.

 

მართალია, გაიოზ რექტორმა სიცოცხლის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, მაგრამ საქართველო მას არ დავიწყებია. ის არის ოთხასზე მეტი ორიგინალური და ნათარგმნი შრომის ავტორი. ერთ-ერთი ნათარგმნი წიგნის წინასიტყვაობაში წერს: "არა რაი არს ესრეთ ტკბილ, ვითარცა სიყვარული მამულისა". გაიოზისთვის გადაწერა, თარგმნა და ორიგინალური ნაწარმოების შექმნა ერთნაირად საპასუხიმგებლო საქმე იყო. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ხალხის განათლებას და მიაჩნდა, რომ ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ცდილობდა, ქართველებისათვის მიეწვდინა დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის სანიმუშო ძეგლები. არის ავტორი პირველი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოსი, რომელიც ანტონ I-ის გრამატიკას მიჰყვება, მაგრამ ბევრ საკითხს აზუსტებს. მოზდოკში გამართა ქართული სტამბა, სადაც დაბეჭდა ანბანი, ლოცვანი, მოკლე საქრისტიანო სწავლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...