Jump to content
Planeta.Ge

ბორის გაპონოვი (1934-1972)


Recommended Posts

ბორის გაპონოვი (1934-1972)

 

ებრაელი ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. ივრითზე თარგმნა შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი". დაიბადა ქ. ევპატორიაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლიდან, ევაკუაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში. მისი ბაბუა რაბინი იყო და პატარა ბორისს ბავშვობიდან ასწავლიდა ივრითს. 1956 წლიდან სპარსულ ენას სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქუთაისში დაბრუნებულიყო, სადაც მუშაობდა გაზეთებში. 60-იან წლებში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას რუსულ, ქართულ და ებრაულ ენებზე.

 

1969 წელს ისრაელში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მაღალმხატვრულ, პოეტურ ენაზეა შესრულებული და ზუსტად ასახავს პოემის ხასიათს, შეესატყვისება პოემის ორიგინალს. იგი მაშინვე აღიარეს როგორც კლასიკური თარგმანის ნიმუში. 1970 წელს ბორის გაპონოვს ამ თარგმანისთვის მიენიჭა შ. ჩერნიხოვის პრემია.

 

1971 წელს იგი ისრაელში გაემგზავრა. იმავე წელს გამოაქვეყნა მ. ლერმონტოვის რომანის "ჩვენი დროის გმირის" თარგმანი, რომელმაც ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

ბორის გაპონოვი 15 წლის მანძილზე მუშაობდა ივრითის ფრაზეოლოგიურ ლექსიკონზე. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა რამათ-განში, 1972 წელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...