Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გეგეჭკორი (1923-2003)


Recommended Posts

გიორგი გეგეჭკორი (1923-2003)

 

http://s51.radikal.ru/i131/0902/67/2e42524f0429.jpg

 

მსახიობი, სახალხო არტისტი.

 

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც 120-მდე როლი შეასრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მიხეილ მრევლიშვილის პიესაში "ბედი მგოსნისა" განსახიერებული ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი. სპექტაკლი დიდხანს არ ჩამოსულა სცენიდან და საოცარი პოპულარობა მოუტანა გოგი გეგეჭკორს. შემდეგ იყო დონ სეზარი ("დონ სეზარ დე ბაზანი"), მგელი ("ჭინჭრაქა"), ჰამლეტი, გლოსტერი, ბაკინგემი ("ჰამლეტი", "მეფე ლირი", "რიჩარდ მესამე"). ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნაში" ტიგრან გულოიანის როლი ხუთასზე მეტჯერ ითამაშა. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალს", სადაც გოგი გეგეჭკორი პლატონ სამანიშვილის როლს ასრულებდა, საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა რუსთაველის თეატრისათვის და უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაშიც წარმატებით წარმოადგინეს. კინოში 50-მდე როლი შეასრულა: "ჭრიჭინა", "აბეზარა", "წარსული ზაფხული", "არდადეგები", "ნატვრის ხე", "ბათა ქექია", "წიგნი ფიცისა". იწვევდნენ საბჭოთა კავშირის კინოსტუდიებშიც.

 

გოგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველებით, უნარით ზუსტად, ზოგჯერ ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი და მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად.

 

მდიდარ არტისტულ თვისებებსა და მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, გოგი გეგეჭკორი აღიარებული იყო, როგორც პიროვნულად თავმდაბალი, ინტელექტუალური შემოქმედი.

 

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...