მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 არჩილ გელოვანი (1915-1978) http://i023.radikal.ru/0902/ec/35173baf6e87.jpg საინჟინრო ძალების მარშალი.საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, შემდეგ სამხედრო-საზღვაო სასწავლებელთან არსებული კურსები. 1939 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1949 წლის აპრილამდე შავი ზღვის ფლოტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1949 წლიდან კი, ჯერ სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მის უფროსად და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწედ მშენებლობის დარგში. 1962 წლიდან საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. 1968 წელს არჩილ გელოვანს მიენიჭა ლენინური პრემია - საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის შექმნისათვის. მუშაობდა დიდი რაკეტების გამშვებ დანადგარებზე, რომლებსაც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის ბოლოს უშვებდნენ. არჩილ გელოვანი 1974 წლიდან სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო მშენებლობისა და ჯარების დაბინავების დარგში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მრავალი მედლით. არჩილ გელოვანი დაკრძალულია მოსკოვში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.