Jump to content
Planeta.Ge

მირზა (რევაზ) გელოვანი (1917-1944)


Recommended Posts

მირზა (რევაზ) გელოვანი (1917-1944)

 

http://s49.radikal.ru/i125/0902/17/b6f55d0e5ba5.jpg

 

მისი ლიტერატურული ცხოვრება სულ ათი წელი გაგრძელდა, 27 წლის პოეტი II მსოფლიო ომის მიწურულს ბრძოლის ველზე დაეცა.

 

დაწყებითი განათლება მიიღო თიანეთში. ლექსების წერა 16 წლისამ დაიწყო. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად ესწრებოდა ლექციებს უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. 1935 წლიდან მისი ლექსები "ჩვენს თაობასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. იმავე წლის ნოემბერში გაიწვიეს წითელ არმიაში. 27 წლის პოეტი II მსოფლიო ომის მიწურულს ბრძოლის ველზე დაეცა. მისი ლიტერატურული ცხოვრება სულ ათი წელი გაგრძელდა, მაგრამ მაინც მოასწრო საკუთარი ადგილის დამკვიდრება. დაკრძალულია ბელორუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

 

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებიც მარად ჭაბუკები დარჩნენ და თვითმყოფადი, ხალასი და გულწრფელი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს ქართულ პოეზიას. მან შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები". ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდ წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს:

 

"წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან

აელვებული იდგა თბილისი".

 

მირზა გელოვანის ლექსების პირველი კრებული სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ, 1954 წელს გამოიცა. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა რუსთაველის პრემია. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.

 

http://s49.radikal.ru/i126/0902/0e/e4d4e4a2cd51.jpg

 

http://i063.radikal.ru/0902/95/19345701a4f0.jpg

 

http://s46.radikal.ru/i111/0902/5f/c9abc07612fe.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...