მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 ლევან გოთუა (1905-1973) http://s53.radikal.ru/i139/0902/fd/ef87b8c55830.jpg მწერალი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის უნივერსიტერის სოციალ-კონომიკურ ფაკულტეტზე. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921 წელს მოხალისედ წავიდა კოჯრის ბრძოლებში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. საბჭოთა რეჟიმმა კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრა, თითქმის 20 წელი გადასახლებაში გაატარა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წელს დაიწყო. გოთუას მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი". მასში ასახულია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ცხოვრება, როდესაც დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი "მითრიდატე" მწერალს დაუმთავრებელი დარჩა და ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები "კრწანისის სევდა", "ხანძთის ზარი", "უგზო ქარავანი" და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი "ლეკვი ლომის", მოთხრობები "ნისლი ნახატარის ტყეში", "ფიქრები თოკის კიბეზე", "ფრესკის მეორე დაბადება" და სხვა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში იდგმებოდა ლევან გოთუას პიესები: "მეფე ერეკლე", "უძლეველნი", "დავით აღმაშენებელი", "სამსახეობა რაინდისა", "გმირთა ვარამი". ყოველ ეროვნულ საქმეს ლევან გოთუა განსაკუთრებული სიყვარულითა და აღფრთოვანებით ეკიდებოდა. ისტორიული ძეგლების დაცვა თავის სასიცოცხლო საქმედ მიაჩნდა. დადიოდა ტყესა და ღრეში, იკვლევდა, პოპულარიზაციას უწევდა მივიწყებულ ნაშთებს, მათ პატრონობას ცდილობდა. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებული "ძეგლის მეგობარი", მანვე ჩაუყარა საფუძველი "გრემქალაქობას", რომელიც მსგავსი დღეობებისა თუ დღესასწაულების ნიმუშად იქცა. დაკრძალულია არმაზში, საკუთარი სახლის ეზოში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.