Jump to content
Planeta.Ge

ტერენტი (კვირკველია) გრანელი (1897-1934)


Recommended Posts

ტერენტი (კვირკველია) გრანელი (1897-1934)

 

http://i081.radikal.ru/0902/83/4dd7cb9ae155.jpg

 

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ხელმოკლეობის მიუხედავად, ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) პოეტი მეექვსე კლასიდან მოწყვიტა სწავლას. იგი გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა, მხოლოდ წიგნებში პოულობდა მეგობარს.

 

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციაში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე. თბილისშივე დაიწყო ლექსების წერა. ფსევდონიმად "გრანელი" 1919 წელს დაირქვა. ტერენტის დების, მაშო და ზოზია კვირკველიების გადმოცემით, ლათინური სიტყვა "Granum" (მარცვალი) პოეტს შეგნებულად აურჩევია: "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო".

 

გრანელის ლექსები სევდითა და მისტიციზმით არის გამსჭვალული, ამის გამო დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი "ია" და ჟურნალი "კრონოსოს სარკე". ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე. გალაკტიონიც აფასებდა გრანელის პოეტურ ტალანტს. კონსტანტინე გამსახურდიამაც შესანიშნავი რეცენზია დაუწერა.

 

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევდა. გაიგონებდა თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკას, პროცესიას აედევნებდა და მდუმარედ მიჰყვებოდა სასაფლაომდე. ხშირად ესწრებოდა წირვას, უყვარდა კათოლიკეთა ეკლესიის ორღანის ხმა. დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგას ქუჩაში და გარინდებული უსმენდა როიალის ხმას.

 

გამოსცა კრებულები "სამგლოვიარო ხაზები" 1921, "სულიდან საფლავები" 1922, "Memento Mori" (გახსოვდეს სიკვდილი) 1924. იდეოლოგიური ზეწოლის გამო ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი 1926 წელს დაბეჭდა. შემდეგ გაზეთებიც აღარ უბეჭდავდნენ ლექსებს. მალე პოეტს დეპრესია დაეწყო. იმ პერიოდის წერილები, დღიურის ჩანაწერები და ლირიკა მოწმობს მის სულიერ მსხვრევას. თვითონაც გრძნობდა თავის ტრაგედიას და ეს უფრო უმძიმებდა მდგომარეობას. უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. გარდაიცვალა 37 წლის, თბილისში, "არამიანცის" საავადმყოფოში. დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

 

1980-იანი წლებიდან ამ თვალსაჩინო ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები.

 

1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

9 ივლისს, ხუთშაბათს,

 

 

17:00 საათზე

 

 

კავკასიურ სახლში

გაიმართება ტერენტი გრანელის ხსოვნისადმი

მიძღვნილი საღამო.

 

 

გალაკტიონის ქუჩა, #20

 

 

(ყოფილი მერიის უკან)

 

http://i077.radikal.ru/0907/9a/33d60fdddede.jpg

 

*

http://s47.radikal.ru/i118/0907/e3/0431ca026945.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...