Jump to content
Planeta.Ge

ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია (1903-1977)


Recommended Posts

ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია (1903-1977)

 

http://s44.radikal.ru/i103/0902/de/3dafd7672cdc.jpg

 

გრაფიკოსი და მოქანდაკე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

 

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა პედაგოგად, 1957 წლიდან პროფესორი გახდა. ლადო გრიგოლიას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. ძველი ქართული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების დეკორის საფუძველზე მან შექმნა წიგნის მორთულობის ახალი კომპოზიციები, ქართული შრიფტის ახალი ვარიანტები. მისი ნაშრომი "ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი" დაედო საფუძლად სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას.

 

ლადო გრიგოლიას გაფორმებული აქვს 100-ზე მეტი წიგნი, რომლებიც გამოირჩევა კომპოზიციური სიმკაცრით, ასოთა მოხაზულობის ჰარმონიულობითა და სილამაზით. მის მიერ მხატვრულად გაფორმებულია უნიკალური გამოცემები: "ვეფხისტყაოსანი" (1937), აკაკი წერეთელი (1940), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო გამოცემა, ქართული პოეზიის ანთოლოგია ინგლისურ ენაზე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გალაკტიონ ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნები და სხვა. დახატული აქვს გიორგი სააკაძისა და გრიგოლ ორბელიანის პორტრეტები. კომპიუტერულ სისტემაში შეტანილია მისი სახელობის შრიფტი - გრიგოლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...