მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 მიხეილ გრიგორაშვილი (1888-1953) http://s47.radikal.ru/i117/0902/2a/dd2ef0d136d2.jpg ავიაციის ინჟინერი, რუსული, ამერიკული და კანადური ავიაციის ერთ-ერთი პიონერი. დაიბადა დერბენტში. განათლება პეტერბურგში მიიღო და 1911 წელს მფრინავის პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა. რუსეთში დაბრუნებული გრიგორაშვილი ინსტრუქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა. 1921 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და 1926 წელს მოქალაქეობაც მიიღო. გრიგორაშვილმა, (მოგვიანებით ცნობილი იყო როგორც მაიკლ გრეგორი), ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ-აილენდზე საავიაციო ქარხანაში, მაგრამ იმავე წელს გადავიდა Dayton-Wright Company-ში, 2 წლის შემდეგ კი Curtiss-Wright-ში. 1934 წელს მან დააარსა საკუთარი ფირმა "Gregor Aircraft", სადაც გამოუშვეს მომცრო ზომის თვითმფრინავი GR-1. ორ წელიწადში გრიგორაშვილი კანადაში გადავიდა, რადგან იქ Canadian Car and Foundry-ში შესთავაზეს სამსახური და მალევე მან ააწყო FDB-1 ბიპლანი. ეს იყო ტექნიკურადაც და ფორმითაც საკმაოდ დახვეწილი და ახლებური დიზაინის მოდელი. 1940-იან წლებში გრეგორი წამყვან სპეციალისტად მუშაობდა Chase Aircraft company-ში. მაიკლ გრეგორი 1953 წელს ნიუ-ჯერსიში, ტრეტონში გარდაიცვალა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.