მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 იოსებ გრიშაშვილი (1889-1965) http://s56.radikal.ru/i153/0902/65/d9b8b5ba1c3c.jpg პოეტი და საზოგადო მოღვაწე. სახალხო პოეტი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაიბადა ხარფუხელი კალატოზის ოჯახში. ცოდნას მოწყურებულმა ყმაწვილმა მხოლოდ რამდენიმე წელიწადი ისწავლა სკოლაში და საშუალო განათლების მოწმობაც არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოს სახალხო პოეტი გახდა. ჭაბუკობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს, იყო სუფლიორი, მსახიობი, წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. თბილისელ ხელოსანთა წრეში აღზრდილმა შემოქმედება ქალაქური ფოლკლორისა და ბესიკ-საიათნოვას მიბაძვით დაიწყო. ათიან წლებში მოდერნიზმმა არ მოხიბლა და აღმოსავლურ ჰანგს უერთგულა. პოეტმა შეძლო აღმოსავლური მოტივები ევროპულ სამოსში გაეხვია და გამორჩეული თემატიკა, სტილი და რითმი მოენახა. ლექსთა პირველ კრებულებში ("ვარდის კონა" - 1906, "ფანტაზია" - 1907) უმთავრესად ბოჰემური ყოფა და ინტიმური განწყობაა ასახული. შემდეგ და შემდეგ გრიშაშვილისთვის მთავარი მოქალაქეობრივი მოტივი გახდა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო თემამაც და ქართული პოეზიის გამორჩეულ ოსტატად მოგვევლინა. გრიშაშვილი უპირველესად ძველი თბილისის მეხოტბე, მომღერალი და მოტრფიალეა. ალალი, გულუხვი, მშრომელი და დარდიმანდი, სხვადასხვა ერისა და სარწმუნოების თბილისელები ცოცხლდებიან ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", "აშპაშხანისკენ", "თათრის ქალი სუბსარქისში", "ჩემი თბილისი". ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურულ-ისტორიული გამოკვლევა, უნიკალური წიგნი, ერთგვარი ენციკლოპედია "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა". გრიშაშვილი ავტორია საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევებისა საიათნოვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერალთა შესახებ. თარგმნა რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში. ბავშვებისათვის შექმნა ლექსების ციკლი "თქვენთვის, ჩემო პატარებო". უამრავი რამ იცოდა ქართული მწერლობის, ჟურნალისტიკის, თეატრის შესახებ, აგროვებდა წიგნებს, სათეატრო აფიშებს, პროგრამებს, ბილეთებს. ამიტომ ხშირად მას აკითხავდნენ პოეტები, მწერლები და თეატრის მოღვაწენი, რათა დაეზუსტებინათ, როდის და სად იყო დაბეჭდილი მათივე ნაწარმოები. ძალიან უშუალო და ბავშვივით გულუბრყვული ადამიანი იყო. საოცრად კითხულობდა თავის ლექსებს, სიტყვის ბოლო მარცვალს აგრძელებდა, წამღერებით წარმოთქვამდა. ღირსეულმა მამულიშვილმა და პოეტმა უნიკალური ბიბლიოთეკა ანდერძით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.