Jump to content
Planeta.Ge

პაატა გუგუშვილი (1905-1987)


Recommended Posts

პაატა გუგუშვილი (1905-1987)

 

http://s39.radikal.ru/i084/0902/93/fcadfd931fc6.jpg

 

ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

აბაშის რაიონის სოფელ კოდორის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ ფოთის, შემდეგ კი ქუთაისის სასწავლებელში გააგრძელა. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

 

პაატა გუგუშვილი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც 1940 წელს დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პირველი ეკონომისტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში აირჩიეს. არ დარჩენილა ეკონომიკური მეცნიერების თითქმის არც ერთი დარგი, რომელშიც გუგუშვილს თავისი სიტყვა არ ეთქვა. კაპიტალური ნაშრომები მიუძღვნა ქართულ ჟურნალისტიკას, სოციოლოგიას, სტამბურ საქმეს, ბიბლიოლოგიას, პოლიტოლოგიას, პოლიტიკურ ეკონომიას, გეგმიანობასა და პროგნოზირებას, სამართლის ისტორიას. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. 1944 წელს მისი ინიციტივით შეიქმნა ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც 32 წელი ხელმძღვანელობდა.

 

პაატა გუგუშვილი მხარში ედგა ყოველ საზოგადოებრივ წამოწყებას. განსაკუთრებით აღელვებდა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა, მთიანი და სამხრეთი კუთხეების ბედი. ხელმძღვანელობდა ხალხთმოსახლეობის პრობლემათა შემსწავლელ სამეცნიერო საბჭოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...