მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 ვალერიან გუნია (1862-1938) http://s45.radikal.ru/i107/0902/bc/a776d798e32b.jpg მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, სახალხო არტისტი. კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით ისწავლა რუსული და გერმანული ენები. თბილისის რეალური სასწავლებლიდან პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის გარიცხეს. შემდეგ მოსკოვში გააგრძელა სწავლა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის დახმარებით დაუახლოვდა მცირე თეატრს და თეატრალური საქმიანობა შეისწავლა. 1882 წელს სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმავე წელს ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გამოვიდა სცენაზე. ითამაშა ოტელო, მეფე ლირი, ოიდიპოსი, კაკო ყაჩაღი, ოთარ-ბეგი. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლერი ტემპერიმენტით. დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს. მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ფალიაშვილის "დაისი", არაყიშვილის "დინარა" და სხვა. რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს - ჟურნალ "თეატრს", დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური", 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი". ვალერიან გუნია იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს, თეორიულ სტატიებს. აღსანიშნავია ისტორიული ნარკვევი "ქართული თეატრი 1879-1889". ვალერიან გუნია იყო ხელმძღვანელობდა 1907 წელს საგურამოდან ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას. თვითონ ჩოხით გამოწყობილი ცხენზე ამხედრებული მიუძღვოდა პროცესიას. 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს, იყო ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.