Jump to content
Planeta.Ge

ინოლა გურგულია (1929-1977)


Recommended Posts

ინოლა გურგულია (1929-1977)

 

http://s39.radikal.ru/i085/0902/81/7ae50ed1e50d.jpg

 

მომღერალი და კომპოზიტორი.

 

1952 წელს ინოლა გურგულიამ დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გ. დარახველიძესა და მ. სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს.

 

ტრიოს შესრულება გამოირჩეოდა დიდი პროფესიონალიზმით, ნატიფი ლირიზმით, განცდის უშუალობით. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თავად გურგულიას მიერ შექმნილ სიმღერებს, რომლებიც წარმოადგენდა თვისობრივად ახალ მიმდინარეობას ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. ეს იყო ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.

 

სიმღერის ეს მანერა მაშინვე აიტაცეს და გაითავისეს მომდევნო თაობების პროფესიონალმა თუ მოყვარულმა მომღერლებმა.

ინოლა გურგულიას გამორჩეული სიმღერებია: "ღიმილი მინდა", "უშენოდ", "დარჩი ჩემთან", "მადლობელი ვარ" და სხვა. მანვე შეასრულა ცნობილი სიმღერა კინოფილმში "დღე უკანასკნელი – დღე პირველი".

გურგულია დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში მისი სახელი მინიჭებული აქვს ერთ-ერთ ქუჩას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...