მდა Posted February 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2009 გიორგი გურჯიევი (1877-1949) http://s41.radikal.ru/i092/0902/a5/2fadb33febb8.jpg მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი. საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა თბილისში. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით - სომეხი. ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია და აფრიკა იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. 1919 წელს თბილისში დააარსა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, პარიზთან ახლოს კი ციხე-სიმაგრე იყიდა. ჰყავდა მოსწავლეები და იდეოლოგიური მიმდევრები. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ეზოთერული და ბიოგრაფიული ნაშრომი "ყველა და ყველაფერი" და "შეხვედრა ბრწყინვალე ადამიანებთან". ტერმინ "ოკულტისტს" ვერ იტანდა და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული. გურჯიევის აზრით ადამიანი არის მანქანა და მექანიკურად ცხოვრობს. იმისთვის, რომ ის ადამიანი გახდეს, უნდა გამოფხიზლდეს, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია "თულეს" შექმნას. გურჯიევს მსოფლიოში დიდი პატივით მოიხსენიებენ, მასზე მრავალი წიგნია დაწერილი. საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს. გარდაიცვალა პარიზში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.