მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 შალვა დადიანი (1874-1959) http://s44.radikal.ru/i103/0902/fd/3907b35b7ae6.jpg ქართველი მწერალი, დრამატურგი, საქ. სახალხო არტისტი. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" დაიბეჭდა "ივერიაში". 1908 წ. ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში. შალვა დადიანი კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ დრამატურგიაში ("კაკალ გულში"), ტრაგედიის ჟანრის აღორძინების პირველი ცდა იყო მისი პიესა "თეთნულდი". იგი ავტორია პირველი ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916-26). რომანში ასახულია XII-XIII საუკუნის საქართველოში თამარ მეფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. დადიანის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა" ქართული მემუარული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშია. თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის და სხვათა პიესები, შალვა დადიანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს. თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი. აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობაც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.