მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 დამიანე (XIV საუკუნე) მეთოთხმეტე საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას. აღნიშნული ძეგლის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა: ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი. ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "საიდუმლო სერობის" ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა. მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის შესრულებულია. დამიანეს მიერ შექმნილი ფრესკები მეთოთხმეტე საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია. ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები და დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით, თმა და წვერიც ოსტატურად არის დამუშავებული. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.