მდა Posted February 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2009 ვიტალი დარასელია (1957-1982) http://s60.radikal.ru/i168/0902/61/03e53607743e.jpg გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების წევრი, საბჭოთა კავშირის ჩეპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). დაიბადა ოჩამჩირეში. საფეხბურთო კარიერა დაიწყო სოხუმის "დინამოში", შემდეგ გადავიდა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში (1975-82). მისი, და საერთოდ, ქართული ფეხბურთის უდიდესი წარმატება უკავშირდება 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებას, როდესაც მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე დარასელიამ გაიტანა უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გოლი, რომლის წყალობითაც თბილისის "დინამომ" დაამარცხა იენას (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) "კარლ ცაისი" და გახდა უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ამ ისტორიული მომენტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პოპულარობის ზენიტში მყოფი ვიტალი დარასელია ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სიკვდილი აუნაზღაურებელ დანაკლისად იქცა ქართული ფეხბურთისათვის. იყო ნიჭიერი, მოაზროვნე ფეხბურთელი, გამოირჩეოდა ბურთის ფლობის საუკეთესო ტექნიკით. სულ ნათამაშევი აქვს 192 მატჩი, არის 26 გოლის ავტორი. 1998 წელს სპორტული გაზეთის - "სარბიელის" ინიციატივით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო ნაკრების შემადგენლობაში გულშემატკივრებმა ვიტალი დარასელიაც დაასახელეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.