Jump to content
Planeta.Ge

დაუდ ხანი (XVI)


Recommended Posts

დაუდ ხანი (XVI)

 

http://s59.radikal.ru/i163/0902/b1/eeb42a536e4e.jpg

 

დავით XI, ლუარსაბ I-ის ძე და ძმა სვიმონ I-სა, ქართლის მეფე 1569-78 წლებში, ავტორი წიგნისა "იადიგარ-დაუდი".

 

1562 წელს დავითი თავის ძმას, ქართლის მეფე სვიმონ I-ს განუდგა და თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინში. აქ მან მაჰმადიანობა მიიღო და დაუდ-ხანი ეწოდა. შაჰს განზრახული ჰქონდა დავითის გამოყენება სვიმონ I-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ დაუდ-ხანს "შვილის" წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა.

 

დაუდ-ხანი ორჯერ (1667 და 1568 წლებში) დამარცხდა ძმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა. 1569 წელს სვიმონ მეფის ღალატით შეპყრობის შემდგომ დაუდ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახალ მეფეს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტობრივად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა.

 

1578 წელს საქართველოში ოსმალთა დიდი ლაშქრის შემოსვლისთანავე დაუდ-ხანმა თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა.

 

იმავე წელს ოსმალებთან საბრძოლველად ირანის შაჰმა მეფე სვიმონი გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა.

 

დაუდ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს.

 

სტამბოლში დაუდ-ფაშა პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოსცილდა და ხელი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკდა. აღსანიშნავია, რომ მან ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი "იადიგარ-დაუდი" შეადგინა და საქართველოში გამოაგზავნა.

 

დაუდ-ხანი გარდაიცვალა 1588 წელს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...